საქართველო
ქართული ეროვნული ტანსაცმელი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ამავე დროს სერიოზულ ცვლილებებს განიცდიდა, როგორც თავისი ბუნებრივი განვითარების საფუძველზე, ისე მეზობელ ხალხებთან ურთიერთობის შედეგად. შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ჩასაცმელმა, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე (რამდენადაც ამის გამოკვლევის საშუალება გვაქვს), ეტაპობრივად რამდენიმე ძირითადი ხასიათის ცვლილება განიცადა; საბოლოოდ კი, ფეოდალური წყობილების დასრულებასთან ერთად, დაკარგა თავისი მნიშვნელობა და ფაქტობრივად, განდევნილი იქნა ხმარებიდან.ქართული ეროვნული ტანსაცმელი თავისებური და მრავალფეროვანია. ერთი მხრივ, მას ბევრი საერთო აქვს ზოგადკავკასიურ ჩაცმულობასთან, მეორე მხრივ, მრავალი ორიგინალური ნიშანი ახასიათებს. მამაკაცის ტანსაცმელი ძირითადად ჩოხა-ახალუხი იყო. ჩოხა როგორც წესი, შალის ქსოვილისაგან იკერებოდა; გრძელი და ფართო სახელოები და კალთები ჰქონდა. ხალუხი აბრეშუმის უსაყელო პერანგი იყო; შარვალი მაღალყელიან ჩექმებში ჰქონდათ ჩატანებული. ჩოხა-ახალუხის აუცილებელი ატრიბუტი იყო მოვერცხლილი ქამარ-ხანჯალი. ზამთარში ამას ნაბადი ემატებოდა. კუთხეების მიხედვით ქუდები განსხვავებული იყო.
ქალის ძირითადი ტანსაცმელი იყო აბრეშუმის წელში გამოყვანილი გრძელი და ფართო ქვედატანიანი კაბა მოქარგული გულისპირითა და იმავე ფერის ქამრით. აუცილებელი ატრიბუტი იყო ჩიხტი-კოპი. ზამთარში კაბაზე იცვამდნენ ხავერდის გახსნილ ქურთუკს – ქათიბს. ქალაქის მოსახლეობაში გავრცელებული იყო მოკლე ქურთუკი – ქულაჯა. ტანსაცმელი, საქართველოს ყოველ კუთხეში თავისებური სახით იყო წარმოდგენილი,როგორც ქალის ისე მამაკაცის.
ჩოხა
ჩოხა სესამოსელი კაბაა,რომელიც ქართული სამოსელის ერთერთი მკაფიო მახასიათებელია.
გულმკერდზე საწამლე, მკვეთრად გამოკვეთილი წელი, სამასრეები, ქამარზე იარაღის დასტები, კაბის თავისუფალი ტოტები...
ჩოხის შიგნით კი სპეციალურ პერანგს იცმევდნენ, რომლის საყელოც ფიქსირებული იყო.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment