დაღესტნელთა ეროვნული სამოსი
მამაკაცების სამოსი - ტრადიციული კოსტიუმი, პერანგი, ვიწრო შარვალი, ცხვრის ფაფახით. ფეხსაცმელი – წაღები, ზოგიერთ რაიონში გავრცელებული იყო ნაქსოვი ფეხსაცმელი. ზედა ტანსაცმელად გამოყენებული იყო ბეშმეთი. მამაკაცის სამოსის აუცილებელი ელემენტია – ხანჯალი.
ქალების სამოსი - გამოირჩევა დიდი მრავალფეროვნებით, თითქმის ყოველ საზოგადოებას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი გააჩნდა. იმის მიხედვით თუ როგორ ატარებდნენ კაბას და „შალს“, როგორი იყო ფორმა და შეფერილობა, რა სახის ბეწვეულს, ფეხსაცმელს და სამკაულების ატარებდნენ, ადგენდნენ რომელი საზოგადოებიდან ან სოფლიდან იყო ესა თუ ის მანდილოსანი. ქალის სამოსი იცვლებოდა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გადასვლისას.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment