ეგვიპტე

განვიხილოთ ეგვიპტის მაგალითი. ეგვიპტურ სამოსში ტანსაცმლის თითოეული დეტალი ზედმიწევნითაა გათვლილი. ეგვიპტელი მხატვრები და სკულპტორები, სტილიზირების ხელოვნებას სასახლის სკოლებში ეუფლებოდნენ. მათი სასწავლო პროგრამა, განსაზღვრულ კანონებს, დამკვიდრებულ ტრადიციებსა და მუდმივ ზუსტ ნორმებს ექვემდებარებოდა. სწორედ ამიტომ ეგვიპტური სამოსი ასწლეულების მანძილზე, უცვლელი იყო.
ძველი და შუა პერიოდის სამეფოების მამაკაცები, უბრალო თეზოს სახვევს ატარებდნენ, ზურგი კი შიშველი ჰქონდათ. ამ ქვეყნის სამოსის სტილის ჩამოყალიბება სწორედ ამგვარი სამოსით დაიწყო. ამავე პერიოდის ქალის სამოს მხოლოდ ფუნქციონალური დანიშნულების ხასიათი ჰქონდა. pძირითადად ქვედა ბოლო და ჟილეტი ეცვათ. ჟილეტი როგორც წესი, მხოლოდ მხრებზე შეკრული ორი ფართო "ბრეტელისაგან" შედგებოდა.თხელი ნაქსოვი სამოსი, სხეულს ეკვროდა და მაღალწელიანი ფიგურის კონტურს კვეთავდა. ეგვიპტურ იდეალად სწორედ მაღალი< შავთმიანი ქალი ითვლებოდა, ვიწრო წელითა და ფართო მხრებით.
ეგვიპტური ნატურალიზმი უფრო შებოჭილია თუმცა უდაოა რომ სწორედ ეს სტილი განხილვის საგანს წარმოადგენს.

No comments:

Post a Comment