იაპონია - კიმანო
რითია ცნობილი იაპონია თუ არა მისი უნიკალური შესამოსელით – კიმანოთი, რომელიც საუკუნეების წინათ და ახლაც, ამ ქვეყნის საუკეთესო სავიზიტო ბარათია.
თავდაპირველად იაპონელებმა ჩინელების ეროვნული ტანისამოსიდან – ”ჰანფუდან” აიღეს მაგალითი, ხოლო ჰეიანის ეპოქაში კი კიმანომ უკვე თანამედროვე სახე მიიღო. თუ დაკონკრეტებაა საჭირო, გეტყვით, რომ კიმანო იაპონიის ნაციონალურ სამოსად 794 წლიდან იქცა.
როგორც წესი, მიღებული იყო კიმანოს ერთი, სტანდარტული ზომით კერვა. თუ იგი ადამიანს არ მოერგებოდა, მას თავად უნდა მოეგვარებინა მისი გადიდება-დაპატარავების საკითხი, ამასთან სამოსი მოფრთხილებას საჭიროებდა, რადგან მისი კერვა ხელით ხდებოდა და ამიტომაც, ერთობ ძვირადღირებული სიამოვნება გასლდათ. ცნობილია, რომ კიმანოს კერვის პროცესი იაპონელებისთვის რიტუალია და მაშინ, როდესაც ლამაზ ორნამენტებით ქარგავენ სამოსს, ისინი სულიერ სამყაროს იმდიდრებენ.
საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იაპონელებმა ქსოვილის მოხატვის ხელოვნება კორეელებისაგან და ჩინელებისაგან ისწავლეს და მხოლოდ მერვე საუკუნეში დაიწყეს სამოსის საკუთარი მეთოდით შექმნა. კიმანოს მთავარ ატრიბუტებს – ობი და გეტა შეადგენენ. ობი ქამარია, რომელსაც იაპონელები თეძოზე მჭიდროდ იხვევენ და შემდეგ ბაფთით კრავენ, გეტა კი ფეხსაცმელი, იგივე სანდლები და მათი მარჯვენა თუ მარცხენა ცალის გარჩევა, თურმე შეუძლებელია.
კიმანოს ჩაცმა მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული და როგორც წესი, ამ პროცედურას მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ უმკლავდება ხოლმე. შესაძლოა სწორედ ამიტომ არჩიეს იაპონელებმა თანამედროვე, ევროპული სამოსი და კიმანოების ეპოქა წარსულს მიაბარეს, თუმცა საქმე არც ასეა, იაპონელი ერი ტრადიციების მოყვარულია და საუკუნეების მონაპოვარს მარტო ისტორიას არ უნახავს.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment